თერჯოლამედის კლინიკაში ამ დროისთვის 121 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს
09.12.2020
უკან დაბრუნება
თერჯოლამედის კლინიკაში ამ დროისთვის 121 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკის დირექტორის დავით სარიშვილის თქმმის ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. განსხვავებით ხანდაზმულებისგან, კლინიკაში არცერთი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმე არ არის.
რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტს აქ თვითიზოლაციაში 497 პირი იმყყოფება, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 352-ია,. ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის დირექტორი ნატო მაჩიტაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 11 გარდაცვალების ფაქტია და ყველა ლეტალური შემთხვევა ასაკოვანთა რიცხვს მიეკუთვნება.