შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ,,ქსენონი,, ამ დროისთვის მკურნალობას 64 პაციენტი გადის
09.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ,,ქსენონი,, ამ დროისთვის მკურნალობას 64 პაციენტი გადის. პაციენტების ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. რაც შეეხება ასაკს, ყველაზე ხანდაზმული 88 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. იმ პაციენტების უმეტესობას, რომლებიც საეკლესიო საავადმყოფოში მკურნალობენ, სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აქვს .ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ,,ქსენონი“ 19 სექტემბრის შემდეგ კოვიდ პაციენტებს ემსახურება.