ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონა ვირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა
09.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონა ვირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ ეტაპზე ინფექციურში 79 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიან არასრულწლოვნებიც.
დღეს კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული დატოვებს.