იმერეთში "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში აქტივობები გაიმართა
17.03.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ნარჩენების მართვაზე, გარემოს დაბინძურების რისკებსა და მოგვარების გზებზე იმსჯელეს. იმერეთის გუბერნატორმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით კი შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბანერები დაიდგა წარწერით "სუფთა გარემო ჩვენი ღირსების საქმეა – ნუ დაანაგვიანებთ !". აღნიშნული აქცია პროექტ "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში გაიმართა. პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების” ინიციატივითა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.