საქართველოში B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულირება
08.12.2020
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულირება. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებობს ალბათობა, რომ წელს გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ ადამიანს შესაძლოა გრიპის ვირუსიც დაემართოს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსგადატანილმა პირმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა.