შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნოემბრის ფანჯარაში ეროვნული ნაკრების ასპარეზობის შემდეგ საკალათბურთო სუპერლიგა გაგრძელდა
07.12.2020
უკან დაბრუნება
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნოემბრის ფანჯარაში ეროვნული ნაკრების ასპარეზობის შემდეგ საკალათბურთო სუპერლიგა გაგრძელდა. მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლემ გათამაშების მეხუთე ტურს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი“ქუთაისის 2010“-ი თბილისის „მგზავრებს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ ქუთათურებმა მობილიზება შეძლეს და ანგარიშით 95-ით 89 გაიმარჯვეს . ამ გამარჯვებით ქუთაისი გათამაშების ცხრილში კვლავ მეორე ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრა თბილისში 13 დეკემბერს გაიმართება, სადაც ქუთაისი 2010“-ი ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება.