შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ,,ტორპედო ,, ბათუმის ,,დინამო”-1:2
07.12.2020
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ქუთაისის ,,ტორპედომ ,, ბათუმის ,,დინამოს, წინააღმდეგ ჩაატარა. სტუმრებმა ანგარიში მატჩის დასაწყისში მეთერთმეტე წუთზე გახსნეს და უპირატესობა ორამდე 31-ე წუთზე გაზარდეს, როდესაც ქუთაისელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს ,,ტორპედომ,, გურამ ადამაძის მიერ გატანილი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ბათუმის ,,დინამომ,, 3 ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის 35 ქულით მეორე ადგილზეა. 16 ქულა აქვს ქუთაისის ტორპედოს, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციაზეა და გადათამაშებაში მოხდა.