ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი კორონავირუსით გარდაიცვალა
05.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი კორონავირუსით გარდაიცვალა.ზურაბ ჯავახაძე ამ დრომდე მუზეუმის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე იყო .ზურაბ ჯავახაძე ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 10 დღე მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის იყო 40-ამდე წიგნის ავტორი .სპორტის მუზეუმში დაცული 10 ათასი ექსპონატიდან უმეტესობა მისი თაოსნობით არის შეგროვებული.ზურაბ ჯავახაძე 84 წლის იყო.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს,მათგან მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა.