მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით გაფართოებული ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს
04.12.2020
უკან დაბრუნება
მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით გაფართოებული ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს .პროგრამის ფარგლებში, სიმპტომებიან პირებს შეუძლიათ მიმართონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და ჩაიტარონ ანტიგენზე ტესტირება. ქვეყანის მასშტაბით ტესტირება დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება.ჩვენ ქუთაისში ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია გადავიღეთ, მოქალაქეები ამბობენ რომ მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ხანგრძლივ რიგში დგომა უწევთ .