შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობასი, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ
04.12.2020
უკან დაბრუნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობასი, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ. სახელმწიფო გასაცემელს ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ რომელთა ქულებიც 65 -დან 100 ათასამდეა. . იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე, იმ სოციალურად დაუცველი კატეგორიების შესახებ საუბრობს, რომლებსაც დახმარება უშუალოდ ეხებათ. ახალი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გამოწვეული მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის გარკვეული კატეგორია დამატებითი კომპენსაციის სახით დახმარებას მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, იღებდა . აღსანიშნავია, რომ პირველი ტალღის დროს პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა.