შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს
04.12.2020
უკან დაბრუნება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. სახარების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს – წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი შინ იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს. დღესასწაული სრულიად საქართველოს ქუთაის-გაენათის ეპარქიის - მეუფე იოანემ მიულოცა.