საქარველოში 2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება,რომლის თანახმად
- მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს საპენსიო ფონდში და ამის წახალისების მიზნით დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი 6% იქნება. ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ ამ თანხმების ინვესტირება ეკონომიკაში მოხდება. მათ დაერიცხებათ მოგება, გაიზრდება ყოველთვიურად, ყოველწლიურად მთლიანი დანაზოგები. მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ექნება, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს", - დაგროვებით საპენსიო სისტემაში შეტანილი თანხა, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში 100%-ით მის მემკვიდრეს გადაეცემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა. საპენსიო რეფორმა პარლამენტშიც შეაფასეს