2021 წლის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, პენსიების მატებაა გათვალისწინებული
03.12.2020
უკან დაბრუნება
2021 წლის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, პენსიების მატებაა გათვალისწინებული.70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის პენსია 20 ლარით , ხოლო ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის 25 ლარით იზრდება. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისის მასშტაბით პენსიონერთა ასაკის კატეგორიით მიმღებთა რაოდენობა 35 761-ია, აქედან 70 წელს გადაცილებულთა რაოდენობა 18 067 შეადგენს, ხოლო 60-დან 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერთა რაოდენობა 17 694. გარდა ამისა სოციალური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო გასაცემელს შშმ პირებზეც გასცემს.