საქსტატის მონაცემებით პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები გაზრდილია
03.12.2020
უკან დაბრუნება
ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას “საქსტატი” აქვეყნებს. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. ფასები მომატებულია მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზეც, რასაც ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობა ადასტურებს. ამბობენ, რომ ფასების მატება მათ ჯიბეს დაეტყო.