რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი ქუთაისელ მეწარმეებს დღეს პროექტის კოორდინატორმა გააცნო.
პროექტის არსი გარემოსდაცვითი მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს, რადგან სპეციალისტების მიერ ეკონომიკაზე იმ უარყოფითი ზეგავლენების შესწავლა მოხდა, რომელიც ბუნებრივი რესურსების გაფლანგვის არასასურველი შედეგია. პროექტის მომდევნო ეტაპი სწორედ გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზაციას და ამ მექანიზმით, -ადამიანების ჯამრთელობის დაცვასა და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია ’’იუნიდო’’ანხორციელებს და მას ევროკავშირი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები აფინანსებენ.