ქუთაისის „ტორპედო“-თბილისის „ლოკომოტივი“-1:5
02.12.2020
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე 17 ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ტორბედო თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა . შეხვედრა, რომელსაც ტორპედოელები პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, საბოლოოდ 1:5 დასრულდა.ლოკომოტივმა 22-ე წუთზე ანგარიში მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლით გაათანაბრა და ამის შემდეგ სტუმრებმა მასპინძლებს კიდევ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ირაკლი სიხარულიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი კი ულად-ომარ იმრანის ანგარიშზეა. 17 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედო 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ლოკომოტივმა კი ამ გამარჯვების შემდეგ 29 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი მატჩი დედაქალაქურ კლუბს ბოლო ტურში მთავარ კონკურენტ გორის დილასთან ელოდება.მომდევნო შეხვედრას ტორპედო კი საკუთარ მოედანზე ხუთ დეკემბერს ბათუმის დინამოსთან ითამაშებს. შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება.