ლექცია -სემინარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
16.03.2016
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ლექცია სემინარი გაიმართა თემაზე ” ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები” . საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი აღნიშნულ პროექტს 2015 - წლიდან ახორციელებს. იგი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მასში ერთდროულად ჩართულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, მარნეულისა და ახალციხის აუდიტორიები. აღნიშნული პროექტი 11 თვის მანძილზე გაგრძლდება და მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას,- საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე. უკვე ცნობილია რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვა შემეცნებითი ღონისძიებებიც.