ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები გამოაქვეყნა
30.11.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები გამოაქვეყნა. კომისიის წევრებმა მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმებზე ხელი უკვე მოაწერეს. საბოლოო მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე გახდა, ხოლო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით რვა საჩივარი დაიწერა. საჩივრები საქართველოს ახალგახზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის. მათი ძირითადი პროცედურული ხასიათის იყო.