შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში კლინიკიდან თვითნებურად წასულ 76 წლის პაციენტს ეძებენ
30.11.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში კლინიკიდან თვითნებურად წასულ 76 წლის პაციენტს ეძებენ . მამაკაცი ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ ხობიდან დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ის კი 27 ნოემბერს საავადმყოფოს უკანა კარიდან გაიპარა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტს მედიკოსები აკვირდებოდნენ და მისი გაწერა მომდევნო დღისთვის იგეგმებოდა. ამ ეტაპზე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცველები. პაციენტს მეხსიერების პრობლემა აქვს.