კარასინის მიერ პრაღაში გაკეთებულ განცხადებას დეპუტატები აფასებენ
16.03.2016
უკან დაბრუნება
რუსეთის ხელისუფლება ქართველ პოლიტიკოსებს კიცხავს----გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან პრაღაში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ამ ფონზე პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა.
რუსეთის ოფიციალურ მხარეს აღშფოთებს, რომ ანტი რუსული განცხადებები ხშირად მაღალი სტატუსის მქონე ქართველი პოლიტიკოსებისგან ისმის.
კარასინის ეს კრიტიკა დღეს პარლამენტში დეპუტატებმა სხვა ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკასა და არჩევნებში ჩარევად შეაფასეს.