შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე იკრძალება
26.11.2020
უკან დაბრუნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე იკრძალება. შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.