კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან შვიდი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა
25.11.2020
უკან დაბრუნება
კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან შვიდი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა. მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს. კოვიდცენტრში დღეს კიდევ ოთხი ორსულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორსულებს მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, ხველა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდათ. კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამ დროისათვის 35 ორსული და მელოგინე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მამია ყიფიანი იმ მედპერსონალზეც საუბრობს, რომლებიც დაინფიცირდნენ, მისი თქმით ის მედდები, ეომლებსაც სიმპტომები მსუბუქად აღენიშნებოდათ კლინიკაში პაციენტების მკურნალობას აგრძელებდნენ..