შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოპოზიცია 2020-ის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს
20.11.2020
უკან დაბრუნება
ხვალ საქართველოში 2020-ის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ოპოზიცია კი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, მიიჩნევენ, რომ პირველი ტური გაყალბდა და ხელისუფლებამ ხალხის ხმები მოიპარა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელიც ხმების მიხედვით მეორე ტურში გავიდა, არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს . პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ანდრო ლოსაბერიძე კი აღნიშნავს, რომ აქციები ყველა დაშვებული ფორმით გაგრძელდება,მათ შორის მოეწყობა სირცხვილის კორიდორიც.