ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში რუას ქუჩაზე ხე წაიქცა
20.11.2020
უკან დაბრუნება
ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში რუას ქუჩაზე ხე წაიქცა რის შედეგადაც მცირე პრობლემები შეიქმნა. წაქცეულმა ხემ დააზიანა ელექტრო კაბელები და ნახევრად ჩაკეტა სამანქანო გზაც. ადგილზე ააიპ ,,სპეციალური სერვისები,, იყო მობილიზებული.მსგავსი ტიპის პრობლემა ბუხაიძის ქუჩაზეც შეიქმნა, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.