შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხვალ არჩევნების მეორე ტურია
20.11.2020
უკან დაბრუნება
ხვალ არჩევნების მეორე ტურია. კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყება.როგორც ცესკოში განმარტავენ , ბიულეტინზე დატანილია მეორე ტურში გასული ორი კანდიდატის სახელი და გვარი და შესაბამისი ნომერი. 59_ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,ოპოზიციის განცხადება,მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში დაგვიანებით შევიდა, რის გამოც,ისინი კანდიდატთა სიიდან ამოღებული არ არიან, ქუთაისში 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ქალაქში ძირითადი საარჩევნო 123 უბანი და 8 სპეც. უბანია,აქედან ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 620 ადამიანი კი, რომლებიც კოვიდინფექციის გამო არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებენ, ხმას სპეცუბნებზე მისცემენ.