თერჯოლამედის კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 71 წლის ქალბატონი გარდაიცვალა
19.11.2020
უკან დაბრუნება
თერჯოლამედის კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 71 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, იგი კლინიკაში 12 ნოემბერს შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი დავით სარიშვილი სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნავს, მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მარცხენა ფილტვის დაზიანებული უბნები აღენიშნებოდა. ქალბატონი მარტთვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 19-ში დილით გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდდადასტურებული 115 პაციენტი გადის მკურნალობას.