შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს, “პოეტების მეფის”, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
17.11.2020
უკან დაბრუნება
დღეს, “პოეტების მეფის”, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა. 1922-1923 წლებში გამოსცემდა ,,გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს.” 1924 წელს იგი იყო ჟურნალ ,,მნათობის” ერთ-ერთი ფუძემდებელი.უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.