ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სრული ლოქდაუნი გამოცხადდა
17.11.2020
უკან დაბრუნება
ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სრული ლოქდაუნი გამოცხადდა,რომელიც 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.გადაწყვეტილების თანახმად დაიხურა ყველა სავაჭრო და სხვა ლოკაცია,გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა. ასევე შეიზღუდა გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში.სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. ნუგზარ კოხრეიძე მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობას სახიფათოს უწოდებს და ამბობს,რომ ვირუსის მართვის ეფექტურობისთის ლოქდაუნის გამოცხადება საქართველოშიც აუცილებელია.