შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა
17.11.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა აღსაზრდელები მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს შინ მიიღებენ. კვების რაციონის მიხედვით შედგენილ სასურსათო პაკეტს 8 250 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს. პროდუქტების დარიგების პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან, დავით წიტაიშვილთან ერთად დაესწრო.