№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ყავს
17.11.2020
უკან დაბრუნება
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ყავს. ამ თანამდებობაზე ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს.მანამდე ის კომისიის მდივანი იყო. შესაბამისად , აუცილებელი გახდა მდივნის არჩევაც.აღნიშნულ პოზიციაზე კომისიის წევრებმა მხარი იზა ფერაძის კანდიდატურას დაუჭირეს.
შეგახსენებთ,ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა,რაც კომისიის წინა თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.