შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეტში, უკვე 20 დღეზე მეტია საპროტესტო აქცია იმართბა
16.11.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეტში, უკვე 20 დღეზე მეტია საპროტესტო აქცია იმართბა, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააწმდეგებიან და სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ,ადგილზე სამუშაოებს კომპანია ენკა ახორციელებს, თემაზე დავუკავშირდით იმერეთის გუბერნიას mat sakiTxze komentari ar gaakeTes. რაც შეეხება კომპანია ენაკს გთავაზობთ სიტყვიერ კომენტარს უცვლელად პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ საპროექტო კომპანიას საშუალებას აძლევთ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს პროექტის მიმართ და განსაკუთრევულ პატივს ვცემთ მედიასაშუალებებს, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებიან. უახლოეს მომავალში ჩვენ შემოგთავაზებთ კომპანიის განცხადებას, რათა კიდევ ერთხელ გაეცეს ამომწურავი პასუხები არსებულ კითხვებს პროექტთან დაკავშირებით. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ხეობაში ა.წ. მაისიდან მიმდინარეობდა, შეჩერებულია.