შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როდის გაფორმდება ხელშეკრულება საფეხბურთო კლუბ ტორპედოს იტალიელ ინვესტორთან
14.11.2020
უკან დაბრუნება
როდის გაფორმდება ხელშეკრულება საფეხბურთო კლუბ ტორპედოს იტალიელ ინვესტორთან ამ დროისთვის უცნობია. საკითხი ბუნდოვანია კლუბის ახალი დირექტორისთვისაც. ჯამბულ მელაძემ არც ის იცის რა რაოდენობის თანხის ჩადებას აპირებს ახალი ინვესტორი კლუბში და არც ის, როდის მოეწერება ხელშეკრულებას ხელი. მოლაპარაკების პროცესში კლუბის ადმინისტრაცია ჩართული არ არის. საქართველოში არ იმყოფება თავად ინვესტორი .ჯამბულ მელაძის განმარტებით, ფაბიო მანინი უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა დ აყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ქუთაისის "ტორპედო" ინვესტორის გარეშე გასულ წელს დარჩა, მას შემდეგ, რაც ზაალ ჩაჩავას, დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა. ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდი დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა.