ქუთაისში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს
13.11.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკში, რომელიც სულხან-საბას გამზირზე შენდება, ერთდროულად 60 ავტობუსი განთავსდება. სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ბეტონის დასხმა მიმდინარეობს.
. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „სქაი ჰაუსი“ ასრულებს, რისთვისაც 2 643 000 ლარი იხარჯება. მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი ავტობუსების პირველ ნაკადს თვის ბოლოს მიიღებს.