გია თევდორაძე პრემიერ გახარიას განცხადებას ეხმაურება
12.11.2020
უკან დაბრუნება
„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, და ეს ძალიან კარგად ესმის პოლიტიკურ სპექტრს“ - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით ქვეყნის ბედი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა ქუჩაში.პრემიერტ მინისტრის განცხადებას - პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეხმიანება. ერთ-ერთი ლიდერი, გია თევდორაძე ამბობს, რომ თუ კი ხელისუფლებასდ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმი სურს ამისთვის სულ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო, თამარ ჟვანიას გადადგომა, ვადამდელი არჩევნები, და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.