შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში თვითშეფასების ინსტრუმენტის საპილოტე პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს
16.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში უკვე რამდენიმე თვეა,თვითშეფასების ინსტრუმენტის საპილოტე პროგრამის დანერგვა დაიწყო.საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას ახორციელებს,რომლის მიზანია საჯარო სერვისების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილებების სწორად გადანაწილება.
თვითშეფასების სისტემის დახმარებით საქართველოს თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ გამოიყენონ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები მათ მიერ მიწოდებული საჯარო სერვისების ხარისხის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.