მთიან ყარაბაღში მიმდინარე თითქმის 5 კვირიანი საბრძოლო მოქმედებები გუშინ ღამით შეთანხმებით დასრულდა
10.11.2020
უკან დაბრუნება
მთიან ყარაბაღში მიმდინარე თითქმის 5 კვირიანი საბრძოლო მოქმედებები გუშინ ღამით შეთანხმებით დასრულდა. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შედეგად რეგიონში რუსი და თურქი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან. რუსეთმა მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ საკუთარი მშვიდობისმყოფელები უკვე განათავსა.
შეთანხმება, რომელსაც ხელს სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები აწერენ, 9 პუნქტიანია. კონფლიქტოლოგი ამირან ხეცურიანი მიღებულ დოკუმენტს აკრიტიკებს და რუსულ მასტერ კლასზე საუბრობს .