შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კლინიკა ბომნონდში ამჟამად კოვიდ 19-ით 120 პაციენტი მკურნალობს
10.11.2020
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომნონდში ამჟამად კოვიდ 19-ით 120 პაციენტი მკურნალობს. ამათგან 4 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, სტაბილურად მძიმედ კი 18 კოვიდ ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სიმპტომურ მკურნალობას გადიან. კლინიკაში კოვიდი 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის 125 საწოლია განსაზღვრული. როგორც დაწესებულების კლინიკური დირექტორი მამია ყიფიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მზარდი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე განიხილება კიდევ 12 საწოლის დამატება.