ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა
09.11.2020
უკან დაბრუნება
ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა. ისინი ხეობიდან თურქული კომპანიის ტექნიკის დაუყოვნებლივ გასვლას ითხოვენ. როგორც თავად ამბობენ კომპანიას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი იმისათვის რომ სამუშაოები განახორციელონ. საპირისპიროს ამტკიცებენ კომპანიაში, „ენკა რინიუებლზ“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ყველა საჭირო დოკუმენტი და კომპანია სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას და ხეობიდან გასვლას არ აპირებს.