შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას სამოქალაქო აქტივისტები აფიქსირებენ
09.11.2020
უკან დაბრუნება
წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას სამოქალაქო აქტივისტები აფიქსირებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი და მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წარმომადგენელი იმედა ონიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ეს შეზღუდვები აქციის მონაწილეების დასაშლელად დააწესა.ისინი მიიჩნევენ, რომ აკრძალვას კოვიდ 19ის გავრცელების შეჩერაბასთან კავშირი არ აქვს . მათივე თქმით, სეზონიდან გამომდინარე ღამის საათებში მოქალაქეთა მოძრაობა ისედაც შეზღუდულია.