შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში საარჩევნო უბნები ნახევარი საათის წინ დაიხურა
31.10.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში საარჩევნო უბნები ნახევარი საათის წინ დაიხურა.საპარლამენტო არჩევნები 2020 დასრულდა. საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული. არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი .