37-ე საარჩევნო უბანზე დღეს ხმაური იყო . "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, უბანზე დილიდან მათ წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად მივიდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისი თქმით, დაახლოებით 30 ადამიანი ცემდა და სახეზე დაზიანება მიიღო.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
37 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჩვენტან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი მათთვის ცნობილი არ არის, რადგან შენობის გარეთ რა ხდებოდა არ იციან.
37 საარჩევნო უბანზე სულ 1369 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სადაც ამ დრომდე საკუტარი არჩევანი 500მდე ადამიანმა დააფიქსირა.