ექსესების გარეშე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მე-40 საარჩევნო უბანზე
31.10.2020
უკან დაბრუნება
ექსესების გარეშე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მე-40 საარჩევნო უბანზე. უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა. მოქალაქეებს უბანში შესვლისას უტარდებათ თერმო სკრინინგი და დაცულია დისტანცია. კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.
40 საარჩევნო უბანზე ჯანმში 1479 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უბანზე მოქალაქეების აქტიურობა შეინიშნება.