შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



27 საარჩევნო უბანზე გაუგებრობას ქონდა ადგილი
31.10.2020
უკან დაბრუნება
27 საარჩევნო უბანზე გაუგებრობას ქონდა ადგილი. მოქალაქე ნათია ცეცხლაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამომრჩეველთა სიაში მისი თავი ვერ იპოვა. მას ადგილზე განუმარტეს რომ ის სპეც სიში ირიცხება. ნათია ცეცხლაძს თქმით, მას სპეც სიაში ჩასმა არ მოუთხოვია. ის არის მედიკოსი და 2 დღის უკან გაიკეთა ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო. 27 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მაია ყიფიანი კი განმარტავს რომ კანონის გათვალისწინებით მას არ აქვს უფლება უბანზე დაუშვას ამომრჩეველი, რომელიც სპეც უბანზეა აღრიცხული. შეგახსენებთ რომ 27 საარჩევნო უბანზე 1269 ამომერჩეველია რეგისტრირებული. უბანზე მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და დაცულია დისტანცია.