შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ევროპა ჩვენი სახლია" კორუპციის სქემაზე საუბრობს
14.03.2016
უკან დაბრუნება
"არასამთავრობო ორგანიზიაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე ორსართულიანი კაფე-ბარის მშენებელობას აპროტესტებს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ტერიტორია, სადაც ახლა კაფე-ბარი შენდება, რამდენიმე წლის წინ იმ მიწაზე გაცვალეს, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. კორუფციული გარიგების უკან, გოქაძე ქალაქის მერს საკრებულოს თავმჯდომარის ერთ -ერთ მოადგილეს და "საქართველოს პარტრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მოიაზრებს. გოქაძე იხსენებს რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი რამდენიმე წლის წინ ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საქმეშიც ფიგურირებდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოყვა, ადგილზე მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" მშენებლობის შეჩერაბას მოითხოვს, ადგილობრივი ხელისუფლება, კი გოქაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კომენატარს ამ დრომდე არ აკეთებს.