შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭოგნარელები ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ
14.03.2016
უკან დაბრუნება
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებელბმა დღეს ქუთაისის მერის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ჭოგნარი-გოდოგანის გზაზე ნაგავსაყრელის გადატანას, აპროტესტებენ. მათივე თქმით ეს ანტისანიტარის კერას შექმნის რაც სოფელს საგრძნობლად დააზარალებს. შიშობენ, რომ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ინტენსიური სამუშაოები. ჭოგნარი-გოგდოგანის გზაზე ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის გადატანის გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღეს. ნიკეას ნაგავსაყრელი უკვე დაკონსერვებულია. ჭოგნარში კი, სამხედრო პოლიგონზე, სადაც ახალი ნაგავსაყრელი უნდა განთავსდეს, განაღმვითი სამუშაოები უკვე სამი დღეა მიმდინარეობს.