ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში
14.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის ფოიე ერთი დღით საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. ადგილზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრები დაეთვალიერებინა. ქუთაისისა და თბილისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა 400-მდე ნახატი წარადგინეს. გამოფენა ააიპ კულტურულ-სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მიერ დაიგეგმა.