შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის N2 საჯარო სკოლის I და VI კლასის მოსწავლეებს Covid-19 დაუდასტურდათ
09.10.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის N2 საჯარო სკოლის I და VI კლასის მოსწავლეებს Covid-19 დაუდასტურდათ. სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის განცხადებით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. დები ბოლო დღეების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდნენ. მისივე თქმით ინფიცირებული მოსწავლეებიდან ერთი ბოლოს სკოლაში ორშაბათს იმყოფებოდა,თუმცა თერმო სკრინინგის გავლის შემდეგ ის გაკვეთილზე დაუშვეს,რადგან იმ დროისთვის მას სიმპტომები გამოხატული არ ჰონდა. კოვიდ ინფიცირებული მოსწავლეების კლასები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.სკოლაში საგაკვეთილო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება