წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს
09.10.2020
უკან დაბრუნება
წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს, რომელიც წლის ბოლოდან 10 ათასამდე მაცხოვრებელს მოემსახურება.
მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.
სამუშაოების მიმდინარეობას და ხარისხს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.