ოთარ კახიძე ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრის დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა
09.10.2020
უკან დაბრუნება
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრის დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა. კანდიდატი თვლის , რომ სანქციის მკაცრი ფორმის გამოყენებამდე ხელისუფლებას შეეძლო სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,მაგალითად როგორიცაა გაფრთხილება, თუმცა როგორც კახიძე ამბობს, მთავრობამ არ გააკეთა. მისივე თქმით, ქალაქში ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ ფონზე მსგავსი დაჯარიმება არალოგიკურია.