შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა
09.10.2020
უკან დაბრუნება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს. შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული .